ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული  კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკის ექიმი დავით მურვანიძე აცხადებს, პაციენტს ტემპერატურა და სხვა ჩივილები არ აღენიშნება. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს.

დავით მურვანიძის ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო ნიშნით, საკარანტინე სივრციდან ორი მოქალაქე გადაიყვანეს, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნება. კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც კარანტინის ზონიდან შემოჰყავთ, ორ მოქალაქეზე პასუხს დღის მეორე ნახევარში ველოდებით. საკარანო სივრციდან შემოყვანილებს 37 გრადუსი ტემპერატურა აქვთ",- განაცხადა დავით მურვანიძემ.

ცნობისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალს, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მას მოგზაურობის ისტორია აქვს.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 500-ზე მეტი, ხოლო თვითიზოლაციაში 100-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა