ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 3 ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა, ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია აშშ-ს უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახანს დაუდასტურდა,ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთი ახალი სავარაუდო შემთხვევაა, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა.

„სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიმოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტზე, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ვიდეო: 3 ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა, ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია აშშ-ს უკავშირდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა