ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემას იწყებს

ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ.

„აღსაზრდელის მშობელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ შემდეგ პროდუქტს: შვრიის ფანტელი, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი, ზეთი, კვერცხი, პური, ვაშლი, ბანანი, რძე.

პროდუქტის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა