გია ვოლსკი - ყველა მიმართულებით მუშაობას საერთაშორისო სტანდარტი დავარქვა, მაღალი პროფესიონალიზი, თუ ორივე ერთად, არ ვიცი

ყველა მიმართულებით მუშაობას საერთაშორისო სტანდარტი დავარქვა, მაღალი პროფესიონალიზი, თუ ორივე ერთად, არ ვიცი, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად დადებითად აფასებს მთავრობს მუშაობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად იმუშავებს და თითოეულმა ადამიანმა უნდა ჩათვალოს, რომ ამ სისტემის ნაწილია.

„იმედი გვაქვს, პოსტკრიზისული პერიოდის ასე გავლის შემდეგ, ამ დაავადების გავრცელების მოლოდინი იქნება გაცილებით უფრო სუსტი, თუმცა საკმაოდ საგრძნობი. სახელმწიფო სტრუქტურები იმუშავებს გამართულად და ყველამ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი ვართ. „დადებითად ვაფასებ“ ის სიტყვა არ არის და არც მხოლოდ მე, ერთი ადამიანი, არ ვარ კომპეტენტური. ამ შედეგებს დავინახავთ“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა