ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, მუშაობა დროებით უნდა შეწყვიტოს ყველა სხვა სახის დაწესებულებამ და ობიექტმა და აქედან გამომდინარე, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ამ ობიექტებს დროებით შეუჩერდებათ საიჯარო გადასახადი.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მოსახლეობის დაცვასთან ერთად აუცილებელია, ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს.

„კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გვაძლევს. მოსახლეობის დაცვასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს ეკონომიკამ. მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მივიღეთ სწორედ ეს გადაწყვეტილება და მათ დროებით ვათავისუფლებთ გადასახადებისგან“, - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ცნობისთვის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან და საშეღავათო პერიოდის დეტალებს გააცნობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა