ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირება ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირება არის ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორიგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს.

„პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რა ნაბიჯებიც ქვეყანამ დღემდე გადადგა, მხედველობაში მაქვს ინფექციის შეკავებასთან და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მის მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორად ხდება აღსრულება იმისა, რასაც მთავრობა დღეს ადგენს და რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესისა და ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, არის ეს სავაჭრო თუ სხვა სახის დაწესებულებები და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მონიტორინგი, რომ ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება. ექსპერტების მიერ სოციალური დისტანცირება ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა და ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა