ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ, ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სხვანეთის გუბერნიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორებს შეხვედა და რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები მიმოიხილა.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ელექტრო ტექნიკის მაღაზიები და სხვა. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს