უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განმახორციელებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მართლმსაჯულების განმახორციელებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას მიეძღვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნი გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი.

სტრუქტურათა ხელმძღვანელებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება სამართალწარმოების მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

,,მართლმსაჯულების სისტემის დისტანციური სამართალწარმოების რეჟიმზე გადასვლა ის გამოწვევაა, რომელსაც დღეს ალტერნატივა არა აქვს, რათა ერთის მხრივ არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,- აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეებისთვის შესაძლებლობას, რომ სარჩელები და სხვადასხვა დოკუმენტები წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით.

,,შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიდეთ დისტანციური საქმის წარმოების პროცესზე, პროცესები ჩატარდება დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ასევე სასამართლო მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეებისთვის შესაძლებლობას, რომ სარჩელები და სხვადასხვა დოკუმენტები წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით. ამისთვის მხარეებს აღარ დასჭირდებათ სასამართლოში გამოცხადება, ერთმანეთთან გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს ელექტრონული წარმოების პროცესი, რათა სამოქალაქო და ადმინისიტრაციული საქმეების მსგავსად სასჯელაღსრულებაში მოთავსებული პირების, პატიმრების საქმეების განხილვაც მოხდეს დისტანციურად“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა