გუდაური-კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე გზის სრულად გაწმენდა ზვავის ხელოვნურად ჩამოშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები დაიწყო, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა და ლარსის გამშვებ პუნქტთან მობილიზებული ტვირთების საქართველოში შემოსვლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებში საქართველოშო მოსული უხვი ნალექით გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, რამდენიმე დღით შეფერხდა მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო მიმოსვლის შეფერხებამ გამოიწვია რამდენიმე ათეული მსუბუქი და სატვირთო მანქანის და შესაბამისად, ქვეყანაში საჭირო სასურსათო მარაგების ლარსის გამშვებ პუნქტთან გაჩერება.

„19 მარტს, დილიდან შესაძლებელი გახდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მხოლოდ 6 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ93-კმ99) გაწმენდა, ხოლო მეორე მონაკვეთზე (კმ99-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი შენარჩუნდა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გაიმართა ერთობლივი შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის რაც შეიძლება მოკლე დროში აღგენის მიზნით, გადაწყდა საჰაერო აფეთქებების საშუალებით ზვავის ხელოვნური გამოწვევა და მხოლოდ ამის შემდეგ გზის გაწმენდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღეს, 20 მარტს, გარემოს ეროვნულის სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით, კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენის“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტებმა კობის ხეობაში ვერტმფრენიდან საჰაერო აფეთქებების საშუალებით გამოიწვიეს ფერდობებზე თოვლის სახით დაგროვილი ნალექის ჩამოშლა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკით დაიწყო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა და ლარსის გამშვებ პუნქტთან მობილიზებული ტვირთების საქართველოში შემოსვლა.

უწყების ინფორმაციით, საჰაერო აფეთქებების საშუალებით ხელოვნული ზვავის გამოწვევის ტექნიკა საქართველოში პირველად გამოიყენეს, რომელიც კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენსმა“ (Mountain Resorts Solutions) უსასყიდლოდ შეასრულა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო