„თიბისი“ სესხების გადავადების პროცედურას 24 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს

„თიბისი“ საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით პროცედურებს 24მარტის ჩათვლით აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი უარი სესხების საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით „თიბისის“ დისტანციური არხებით (ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სმს, ქოლცენტრი) 24 მარტის ჩათვლით დააფიქსირონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათ ინფორმაციით, მომხმარებელს თუ არ სურს სესხზე შეღავათის გააქტიურება, უნდა გააგზავნოს „7“ ბანკისგან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად, მიიწეროს ინტერნეტ ან მობაილ ბანკის შეტყობინებებში, ან დარეკოს 032 2272727-ზე.

ხოლო ისინი, ვისაც სურს ისარგებლოს სესხების გადავადებით, ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სესხის ახალი გრაფიკი კი ინტერნეტბანკში გამოუჩნდებათ.

შეღავათი ეხება იპოთეკურ სესხებს, სამომხმარებლო სესხებს, სასწრაფო სესხებს, ავტო სესხებს, განვადებას, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს, ლომბარდს და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგროსესხებს.

შეგახსენებთ, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდის ჩართვის გადაწყვეტილება თიბისიმ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლია ყველაფიზიკურპირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ და კვების ინდუსტრიაში საქმიანობს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა