ფოთში საკარანტინო სივრცეში 6 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციას კი 49 მოქალაქე გადის

ფოთში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიების ფარგლებში 49 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება, 6 ადამიანი კი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„დღეს დაემატა 6 შემთხვევა, აქედან ერთი კარანტინის სივრცეში იქნა გადაყვანილი, რადგან აქ თვითიზოლაციის პირობები არ ჰქონდა და როგორც კი ჩამოვიდა ისრაელიდან, საგანგებო სიტუაციების მართვამ, ეგრევე გადაიყვანა აჭარაში კარანტინის პირობებში. დანარჩენები ნიგერიიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ. ჯამში არის 49 ადამიანი თვითიზოლაციაში, 6 კი კარანტინში. ყველას მდგომარეობა ნორმალურია, რეჟიმის დარღვევის ფაქტს არ ჰქონია ადგილი და არის სიმშვიდე ჯერჯერობით“ , - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს