თენგიზ ცერცვაძე - პატარა ზეიმი გვქონდა სამსახურში, ის რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ მას უკვე თვენახევარია ვაკეთებთ

იმას, რაც ტრამპმა გუშინ თქვა, ჩვენ უკვე თვენახევარია ვაკეთებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კორონავირუსის ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების ლეგიტიმურობის ბრძანება გასცა. ცერცვაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ პრეპარატს უკვე თვეზე მეტია ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად იყენებს.

„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის გარკვეული რეკომენდაციები, სადაც „პლაქვენილი“ დაასახელეს დაავადების, ახალი კორონავირუსის ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად. თუმცა, მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის, ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, ის როგორც პრეზიდენტი იღებს თავის თავზე, რომ ეს მედიკამენტი - „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით გაუშვას გამოსაყენებლად და მისი გამოყენება ლეგიტიმური გახადოს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმი გვქონდა სამსახურში. ის რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე თვენახევარია“, -განაცხადა ცერცვაძემ "ქრონიკის" ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა