ზუგდიდში სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან, სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ.

„პროდუქტის გაცემის დროს დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომები. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები, შედგება გაცემის გრაფიკი, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა ახლო ფიზიკური კონტაქტი. საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სულ 4172 აღსაზრდელი ირიცხება“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა