თორნიკე რიჟვაძე - არ გვაქვს პანიკის საფუძველი

აჭარის მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ამის შეასახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

„შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება - მოხდება აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დაკორექტირება, შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდება კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.

ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში ფიქსირდება 6000-ზე მეტი მოქალაქე.

სასურსათო პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღეში დაიწყება და განხორციელდება სპეციალურად დატრეინინგებული პირების მიერ. ტრეინინგი ჩატარდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ. მიწოდების პროცესში ჩართული იქნება რეგიონის ახალგზრდული ცენტრი, მოხალისე ახალგაზრდები, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა, წითელი ჯვარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს