გიორგი ვაშაძე - კერძო პირის ტესტების ჩუქების იმედად კორონავირუსის პრობლემა ვერ მოგვარდება და ამაზე საუბარი არასერიოზულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს გიორგი ვაშაძე მათ ტესტებს აჩუქებდა, ოპოზიციონერი ლიდერი ეხმიანება.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კერძო პირის ჩუქების იმედად ეს პრობლემა ვერ მოგვარდება და ამაზე საუბარი არასერიოზულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

სურვილის შემთხვევაში, ვაშაძე მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს სახელმწიფოს და დააკავშიროს ყველა შესაბამის კომპანიასთან, რომელიც ტესტების მოწოდებაზეა პასუხისმგებელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან მილიონამდე ტესტის ჩუქება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ამ რაოდენობის ტესტის შეძენა გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

„ყველა ხვდება, რომ კერძო პირის ტესტების ჩუქების იმედად კორონავირუსის პრობლემა ვერ მოგვარდება და ამაზე საუბარი არასერიოზულია. თუ მათი სურვილი იქნება, გადავცემ დოკუმენტაციას, სადაც მომწოდებლები იქნებიან წარდგენილნი სწრაფი ტესტის, ან შემიძლია თავადვე დავაკავშირო ამ კომპანიებთან, ასევე მე ჩავჯდე თვითმფრინავში და ავიღო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. უბრალოდ, რომ ამბობენ, გვეგონა თვითონ გვჩუქნიდაო, ამაზე საუბარი კიდევ ერთხელ ვამბობ, უხერხული და არასერიოზულია, რადგან შესაბამის სახელმწიფო უწყებას, რომელიც ტესტების შეძენაზეა პასუხისმგებელი, ანგარიშზე ამ მიზნისთვის მილიონები ერიცხება. მარტივი მენეჯმენტის საკითხია, როგორც უნდათ, რანაირადაც უნდათ მზად ვარ, რომ დავეხმარო. ჩემთვის ამ საკითხებზე პოლიტიკის კეთება მიუღებელია. საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას და კარგი იქნებოდა, თუ მედიასაშუალებებთან კეკლუცის ნაცვლად, პასუხისმგებელმა პირებმა პირველ რიგში ეს გაიაზრონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა