მაია ცქიტიშვილი -  უახლოეს პერიოდში წარვადგენთ პაკეტს, რომელიც იქნება მიმართული უშუალოდ იმ ადამიანების და იმ სექტორებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ამ რეალობის შედეგად

უახლოეს პერიოდში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, პირდაპირი და კონკრეტული და რომელიც იქნება მიმართული უშუალოდ იმ ადამიანების და იმ სექტორების მიმართულებით, რომელიც დაზარალდნენ ამ რეალობის შედეგად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ის ზიანი, რომელიც მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, მის სექტორებს კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მინიმუმამდე დაიყვანონ.

„ასევე, განსაზღვროთ ეკონომიკის სტიმულირების ის ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ამ სექტორებს, რომ უფრო სწრაფად გადალახოს ეს კრიზისი. ჩვენ დღეს, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვსაზღვრეთ ის პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდა კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად. უახლოეს პერიოდში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, პირდაპირი და კონკრეტული და რომელიც იქნება მიმართული უშუალოდ იმ ადამიანების და იმ სექტორების მიმართულებით, რომელიც დაზიანდა ამ რეალობის შედეგად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა ხედავს, რომ აუცილებელია გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების მიღება.

„მოგეხსენებათ, რომ გუშინ გაიცა მთავრობიდან რეკომენდაცია საცალო ვაჭრობის სუბიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება და შევამციროთ რისკი ჩვენს ეკონომიკაზე. ასეთი ტიპის შეზღუდავი ღონისძიებების გარეშე გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე იქნება კიდევ უფრო დიდი. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო მოსახლეობას და ბიზნესსექტორს, რომ აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რათა ჩვენ ძალიან სწრაფად შევამციროთ შესაძლო რისკები და სწრაფად გადავლახოთ ის კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და მივცეთ ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა, უფრო სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს მის ნორმალურ ფუნქციონირებას და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა