ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინკასო რამდენიმე ათას კომპანიას დაედო და ცალკე ტელევიზიები გამოყოფილი არ ყოფილა

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ინკასო რამდენიმე ათას კომპანიას დაედო და ცალკე ტელევიზიები ამ პროცესში გამოყოფილი არ ყოფილა.

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ინკასოს დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება.

მისივე თქმით, გადასახადის გადახდისას ტელევიზია ან სხვა კომპანია არანაირ გამონაკლისს არ წარმოადგენს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ გადასახადების გადავადების კუთხით შეღავათების ის პაკეტი, რომელიც ეხებოდა იმ სექტორს, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა, წინა ხაზზე იყო ეპიდემიური კრიზისის დასაწყისში. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება პირველ ნოემბრამდე მიმდინარე წლის. ამისთვის მათ ელექტრონულად უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და მათ ინკასო არ დაედებოდათ. სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და ეს ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ტელევიზია ან სხვა კომპანია არანაირ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ტელევიზიებთან თქვენ გახსოვთ ჩვენი შეთანხმება, რომ ჩვენ მზად ვიყავით 1-ელ ოქტომბრამდე არსებული დავალიანებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პერიოდი მიგვეცა და იცით, რომ რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის მსხვილმა კომპანიებმა ისარგებლა და 5-წლიანი საგადასახადო შეთანხმება უკვე გავაფორმეთ. მესმის ზოგადად, რომ რაც ეს ეპიდემია და შესაბამისად ეკონომიკური შენელება ვლინდება უფრო და უფრო შეიძლება გაუჭირდეს სხვა დარგებში მოღვაწე კომპანიებს გადასახადის გადახდა, მესმის, თუმცა, ჩვენ იმის მიხედვით, დაზიანების რა ხარისხი ან რა ხანგრძლივობა ექნება ამა თუ იმ სექტორს და შესაბამისად ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ჩვენ მაქსიმალურად ინდივიდუალურად, მიზნობრივად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის შეღავათს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ტელევიზიებს ინკასო ვინმეს დისკრეციით არ დადებიათ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვინმეს ინკასო ვინმეს დისკრეციით არ დადებიათ. ჩვენ ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე. თქვენ გახსოვთ, რომ წინა წლებში ტელევიზიები გამონაკლისად იყვნენ, თუმცა, რაც შეთავაზება გავაკეთეთ პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმზე გადავიდნენ. რამდენიმე ათას კომპანიას დაედო ინკასო ზუსტად იმ პერიოდში, როცა მოხდა დეკლარირება გადასახადის და მათ შორის მოყვნენ ტელევიზიები და სხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე