მაია ციქიტიშვილი - ყველა სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება, ის ეკონომიკური პაკეტი, რომელიც შევთავაზეთ ბიზნესს - ამ პაკეტში არ იყო ტელევიზიები

ყველა იმ სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება, ის ეკონომიკური პაკეტი, რომელიცშევთავაზეთ ბიზნესს. ამ პაკეტში არ იყო ტელევიზიები,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ტელეკომპანიების „მთავარისა“ და „პირველის“ ანგარიშებზე ინკასოს დადების ფაქტის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ტელევიზიებს აქვთ აბსოლუტურად იგივე ადგილი ეკონომიკის სექტორში, როგორც ყველა დანარჩენ ბიზნესსუბიექტს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ვითარებაზე, რა ვითარებაშიც ვიმყოფებით, მაშინ როდესაც ჩვენ ვაწესებთ ამა თუ იმ შეზღუდვას ამა თუ იმ ბიზნესის საქმიანობაზე, ამასთან ერთად ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მთლიანად სახელმწიფო ფუნქციონირებდეს გამართულად. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კომუნალური სამსახურების, ტრანსპორტის და ყველა სხვა სექტორის ფუნქციონირება, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მთელი ის ინსტიტუციონალური და სახელმწიფო სტრუქურები ფუნქციონირებდეს გამართულად და აკეთებდეს თავის საქმეს. ამ ნაწილში, რა თქმა აუნდა, შემოსავლების სამსახური ფუნქციონირებს გამართულად, ფუნქციონირებს და ეს უნდა გაგრძელდეს და ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო სამსახური მუშაობდეს. ამ მიმართულებითაც შემოსავლების სამსახური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი საერთო სახელმწიფო მოწყობის.

ჩემი შეფასება არის ის, რომ ყველა იმ სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება, მიიღო ის ეკონომიკური პაკეტი, რომლებიც სულ ერთი კვირის წინ შევთავაზეთ ბიზნესს. ტურისტულ ბიზნესს, სატრანსპორტო და შესაბამისად, მთელ სექტორს და ეს ეხებოდა თუ არ ვცდები 18 ათას ბიზნესსუბიექტს, დიდი პაკეტი იყო იმ ორგანიზაციების, ვისაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიებზე, ამ პაკეტში არ იყო ტელევიზიები, ძალიან ბევრი სხვა ჩვენი ბიზნესი არის დაზარალებული, ზოგადად ეკონომიკის ამ მდგომარეობის გათვალისწინებით და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეფუძნებოდა იმას, რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ კიდევ დამატებით სექტორებს დამატებითი საკომპენსაციო და სტიმულირების ზომები.

ამ ეტაპზე ტელევიზიებს აქვთ აბსოლუტურად იგივე ადგილი იმ ეკონომიკის სექტორში, როგორც ყველა დანარჩენ ბიზნეს სუბიექტს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ანგარიშებს ინკასო დაადეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის დირექტორმა, ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინკასო დაადეს ასევე ტელეკომპანია „მთავარს“, რის შესახებაც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა