მეუფე ანდრია გვაზავა - სინოდის განჩინებაში გათვალისწინებულია ჩვენი ეკლესიის წევრების და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების რეკომენდაციები

შესაძლებელია თუ არა მომავალში საქართველოს ეკლესიამ კიდევ ახალი რეკომენდაციებით მიმართოს თავის მრევლს, რა თქმა უნდა, ეს ძალაში რჩება, - ამის შესახებ მეუფე ანდრია გვაზავამ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის განჩინება წაიკითხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იზიარებს და რამდენად არის მისაღები საქართველოს საპატრიარქოსთვის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების, მათ შორის საბერძნეთისა და რუსეთის ეკლესიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მამა ანდრია პასუხობს, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილების მიღებისას “მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების რეკომენდაციები” გაითვალისწინა.

“მე მოგახსენეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი დღის განჩინება, ეს განჩინება იქნა მიღებული ერთობით, გათვალისწინებული იქნა ჩვენი ეკლესიის წევრების და ასევე, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების რეკომენდაციები, მათი დადგენილებები და ისიც, რომ შესაძლებელია თუ არა მომავალში საქართველოს ეკლესიამ კიდევ ახალი რეკომენდაციებით მიმართოს თავის მრევლს, რა თქმა უნდა, ეს ძალაში რჩება”, - განაცხადა მამა ანდრია გვაზავამ.

ცნობისთვის, სინოდის გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა