ალექსანდრე ახვლედიანი - ზუგდიდის რეგიონული ოფისი გამოდის ინიციატივით, რომ რუხის უფუნქციოდ დარჩენილი კლინიკა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონული ჰაბი გახდეს

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის რეგიონული ოფისი გამოდის ინიციატივით, რომ რუხის უფუნქციოდ დარჩენილი მრავალფუნქციური კლინიკა გახდეს ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონული ჰაბი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს.

“2012 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში აფხაზეთის გამყოფ ზოლთან, აშენებულიყო მრავალფუნქციური კლინიკა-საავადმყოფო სტაციონარული განყოფილებით. 2018 წელს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, დასრულდა მისი მშენებლობა და პროექტის ღირებულებამ შეადგინა 42 620 000 ლარი. ჩვენი ინფორმაციით, 220 საწოლზე გათვლილი, 7 ბლოკირებული განყოფილება და 25 ადგილიანი სასტუმრო ზუსტად პასუხობს დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევას. ხელისუფლებას გაუგებარი მიზეზებით აქვს გადამალული აღნიშნული საავადმყოფო და ის დანაშაულებრივად უფუნქციოა. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით და ვთავაზობთ ხელისუფლებას, მოხდეს მისი უმოკლეს ვადაში აღჭურვა თანამედროვე სტანდარტებით და იქცეს ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრად. თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაშინ დაასაბუთოს უმოქმედობის მიზეზები", - განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა