ფოთიდან თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულების წესით 2 პირი კარანტინში  გადაიყვანეს

ფოთიდან, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით ბათუმში, საკარანტინო სივრცეში 2 ადამიანი გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათ გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, ერთი ოჯახის წევრები არიან და თვითიზოლაციის რეჟიმში 10 დღე იმყოფებოდნენ.

,,ესენი არიან გერმანიიდან ჩამოსულები, ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ საპატრულო პოლიციამ აღმოაჩინა და საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფმა გადაიყვანა ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. ისინი 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობენ, ჯანრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს“ , - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს