სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ობიექტების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ბიზნესოპერატორების ჩამონათვალს:

ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);

სურსათის სამაცივრე მეურნეობები;

სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);

საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;

ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;

სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);

ვეტერინარული კლინიკები;

ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;

ცხოველთა ფერმები;

ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;

ზოომაღაზიები;

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;

სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;

საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები, კერძოდ, სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს - ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე,თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხელები უნდა დაიბანოს თხევადი საპნითა და წყლით ხშირად; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით; ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია ჩატარდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სურსათის ე.წ. მიწოდების სერვისს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: პერსონალი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით; სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა ჩატარდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

„ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას,მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები. კერძოდ კი, პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით; რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის (არანაკლებ 1 მეტრი) დაცვის გაკონტროლება.

მათი ცნობით, ბრძანება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გამოქვეყნდა ვებგვერდზე- http://nfa.gov.ge/uploads/other/8/8006.pdf „-ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს