იმერეთის საკარანტინო ზონებში ამ დროისთვის 425 მოქალაქეა მოთავსებული

იმერეთის საკარანტინო ზონებში ამ დროისთვის 425 მოქალაქეა მოთავსებული. საჩხერის სასტუმროში იზოლირებულთა რაოდენობა გაიზარდა და 42 გახდა, საირმეში -188, 110 მოქალაქეა წყალტუბოს სანატორუმში და 85 - წყალტუბო პლაზაში. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ. საირმის საკარანტონო ზონიდან ორი პირი მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოქალაქეები კარანტინში სხვადახვა ლოკაციიდან შევიდნენ, მათ შორის არიან თვითიზოლაციის დამრღვევი პირები.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის სამმართველოს მიერ 96 ანალიზია შემოწმებული და ყველა უარყოფითია. ასევე უარყოფითია საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუშინ აღებული ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. კორონავირუსი არ დაუდგინდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ცხრა პირს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა