მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სამი ახალი ინფიცირებულიდან, ერთ-ერთი ესპანეთში იმყოფებოდა, ორის შესახებ ინფორმაცია კი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ესპანეთში იმყოფებოდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი დაინფიცირების ისტორიის შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება შეფასდეს, როგორც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.

ეზუგბაიას ცნობით, სამივე ინფიცირებული ახალგაზრდა ასაკისაა. „ჩვენს ცენტრში მყოფი ერთი პაციენტის შემთხვევა არის ესპანეთიდან, ეს პირი იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია და როგორც ყოველთვის, ამ კონტაქტების კვლევა გრძელდება. დანარჩენი ორი შემთხვევის შესახებ არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით. გუშინ გვიან ღამით დასრულდა ტესტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ამიტომ ჯერჯერობით ამ მონაცემებს არ ვფლობ. ახალი პირების ჯანმთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა, ალბათ, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის არის,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: სამი ახალი ინფიცირებულიდან, ერთ-ერთი ესპანეთში იმყოფებოდა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე