ნინო ბურჯანაძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, როგორც ყველა სხვა კომპანიას, ასევე ტელევიზიებსაც, გადაუვადოს დაგროვილი გადასახადები და მათთვის საშეღავათო პაკეტი შემოიღოს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიების ხელშეწყობას.

,,დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიების მუშაობას და მათთვის ხელშეწყობას. ტელევიზიის თანამშრომლებს: ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციით საზოგადოების ინფორმირებას, ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემებს უქმნის, რაც ტელევიზიის მუშაობას მხოლოდ შეაფერხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით და საერთოდ ყველა პრობლემის დროს, მნიშვნელოვანი წამალი ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციის მიღებაა, რასაც სწორედ მედია საშუალებები თავდაუზოგავად აკეთებენ. როდესაც, ქვეყანაში გაჩერებულია თითქმის ყველა ბიზნესი და ვიღებთ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს, ტელევიზიებს, ,,მთავარს" და ,,ტვ პირველს," რომლებიც გამოირჩევიან ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ტელევიზიებს ინკასო ავტომატურ რეჟიმში დაედოთ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„ცნობილი გახდა, რომ ორივე ტელევიზიამ, როგორც ,,მთავარმა", ასევე ,,ტვ პირველმა", გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით თხოვნა ჯერ კიდევ 10 დღის წინ გააგზავნა ფინანსთა სამინისტროში. ნამდვილად დაუჯერებელია, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლება სარგებლოს შემთხვევით და ცდილობს ოპოზიციურად განწყობილი მედია გააჩეროს. ჩემი და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის ,,ერთიანი საქართველოს" სახელით გამოვდივარ ინიციატივით, ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია გამართულად მუშაობდეს და მოსახლეობას შეუფერხებლად აწვდიდეს ინფორმაციას, აუცილებელია, რომ ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ გადაუვადოს ყველა ის გადასახადი, რაც აქვთ დაგროვილი და შემოიღოს საშეღავათო პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიების შეუფერხებლივ მუშაობას. ეს გადაწყვეტილება იქნება იმის დასტური, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვნად მიაჩნია დემოკრატიული პრინციპების და ადამიანების სწორი ინფორმირებულობის შენარჩუნება ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი როგორშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ინფორმაციას პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა