ექიმის ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, პაციენტებს ჩივილები არ აღენიშნებათ.

ამასთან, როგორც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, გვიან ღამით, მათთან კორონავირუსის საეჭვო ნიშნებით ოთხი მოქალაქე საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ. მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ოთხივე პირზე კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის აჭარაში საკარანტინო სივრცეში 600-ზე მეტი მოქალაქეა, ხოლო 100-ზე მეტი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული სულ 2 შემთხვევაა. ორივეს მოგზაურობის ისტორია აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა