„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - ტელეკომპანია „პირველს“ და „მთავარ არხს“ ინკასო უნდა მოეხსნას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმიანება ტელეკომპანია „პირველისა“ და „მთავარი არხის” ანგარიშებისთვის ინკასოს დადების საკითხს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყანაში ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის ფუნქციონირებას, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 20 მარტს ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, მაუწყებლებს ინკასო დაედოთ. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის, განცხადებით, ინკასო დაედო სხვა კომპანიებსაც და ტელევიზიები გამონაკლისს არ წარმოადგენენ.

„მან ასევე აღნიშნა, რომ გადასახადის გადავადების პაკეტი, პირველ რიგში, იმ სექტორისთვის გაკეთდა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, დამატებით გადაწყვეტილებებს კი იმის მიხედვით მიიღებენ, დაზიანება რა მასშტაბებს მიაღწევს და რა ტიპის კომპანიები დაზარალდებიან. მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებული როლი მოქალაქეების ინფორმირებას ენიჭება. ამ საქმეში კი მედიის როლი შეუცვლელია. ჩვენ გვესმის, რომ პანდემიის შესაჩერებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა და შემოღებულმა შეზღუდვებმა გლობალურად ეკონომიკის შენელება გამოიწვია. სამწუხაროდ, საქართველოშიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბიზნესსუბიექტები, რომელთა ნაწილსაც, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, საქმიანობის შეჩერება მოუწია. სწორედ ბიზნესია მედიისთვის რეკლამის ძირითადი დამკვეთი და შემოსავლის მთავარი წყარო. მედიის წარმომადგენლების თქმით, არსებულ კრიზისის ფონზე ტელევიზიების შემოსავალი შემცირდა და გადასახადები დროულად ვერ გადაიხადეს. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ შემოიღოს მედიისთვის გარკვეული შეღავათები, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადავადების კუთხით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს დამოუკიდებელი მედიის შეუფასებელი როლი და ფუნქცია, რომელიც ამ დროს მას აკისრია და მიიღოს შესაბამისი გონივრული ზომები, რათა ტელეკომპანიებს დაუბრკოლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ“, -ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა