გუბერნატორი - შიდა ქართლში დაიკეტა კვების ობიექტები, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის პირობები კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს

შიდა ქართლის რეგიონში უკვე დაიკეტა ყველა კაფე, რესტორანი, სავაჭრო ობიექტი, ასევე, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, არიან მოქალაქეები, რომლებიც შიდაიზლაციის რეკომენდაციას არ ემორჩილებიან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების და პოლიციის ერთობლივი მუშაობით ხდება შესაბამისი ზომების მიღება.

,,მჭიდრო კოორდინაციაში ვართ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციასთან, ასევე, პოლიციასთან. სამწუხაროდ, არიან მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის რეკომენდაციას არ ემორჩილებიან და ამ სამსახურების ერთობლივი მუშაობით, ოპერატიულად ხდება შესაბამისი ზომების მიღება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, არსებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე დაიკეტა ყველა კაფე, რესტორანი, სავაჭრო ობიექტი, ასევე, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებმა გაითვალისწინეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია და ამ დროისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც შეჩერებულია. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის პირობები კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაზეც მოსახლეობა იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?