მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო დღეს მსოფლიო რადარებზეა როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად მებრძოლი ქვეყანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოსალოდნელი ზარალის მიუხედავად, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მოლოდინები პოზიტიურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვარაუდით, მთელ მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მინიმუმ 3 %-ით შემცირდება წლის ბოლომდე. საერთაშორისო ავიაციაში კი მინიმუმ 15 % კლებას ელოდებიან.

“ახალი კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით დაზარალდა როგორც ტურიზმის ასევე საავიაციო ინდუსტრია. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვარაუდით, მთელ მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მინიმუმ 3 %-ით შემცირდება წლის ბოლომდე. საერთაშორისო ავიაციაში კი მინიმუმ 15 % კლებას ელოდებიან. ასეთი პროგნოზების მიუხედავად საქართველოში მოლოდინები პოზიტიურია, ჩვენ ვუყურებთ, როგორც გარდამავალ პროცესს. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეს მთავრობა მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს, როგორც კი იქნება შესაფერისი დრო ჩვენ შევძლებთ ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეხმარება ტურიზმის ინდუსტრიას, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში წარმოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურად მომუშავე ქვეყანა, სადაც უამრავი აქტივობა ხორციელდება, რომ ახალი კორონავირუსით მიღებული ზარალი მინიმუმამდე დავიდეს.

„დღეს შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებზე არის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მომუშავე ქვეყანა, რომელიც ყველა ზომებს იღებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეხმარება ტურიზმის ინდუსტრიას, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში წარმოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურად მომუშავე ქვეყანა, სადაც უამრავი აქტივობა ხორციელდება, რომ ახალი კორონავირუსით მიღებული ზარალი მინიმუმამდე დავიდეს“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა