რუსთავში მოხალისეებმა სოციალურად დაუცველებისთვის საკვების ადგილზე მიტანის სერვისი დაიწყეს

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საფრთხის დასრულებამდე, რუსთავში არსებული ოთხივე სოციალური სასადილოდან, ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფის მოქალაქეებს, მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, დღეს რუსთაველ მოხალისეებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა და მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ მოხალისეთა რეგისტრაციის გამოცხადებისთანავე გამოიჩინეს. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

,,პირველ რიგში მადლობას ვუხდი ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. ჩვენ კორონავირუსის პირველი შემთხვევისთანავე დავიწყეთ მოხალისეთა მობილიზება, შევქმენით ერთი ჯგუფი მუნიციპალიტეტის ძალებით და ცალკე გამოვაცხადეთ ონლაინ რეგისტრაცია. აქტივობა რუსთაველი ახალგაზრდების მხრიდან ძალიან მაღალი იყო და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, რადგან დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება, რომ ყველამ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დავადებათა კონტროლის ცენტრი გვაძლევს და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ახლა თანადგომას. კოორდინირებულად ვიმუშავებთ “ლიბერთი ბანკის” რუსთავის ფილიალებთანაც, რადგან დღეს სოციალურად დაუცველებს სახელწიფოს ფულადი დახმარება ჩაერიცხათ და აქაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ რეკომენდირებული სოციალური დისტანციის დაცვა იქნება საჭირო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ტაბაღუამ.

მოხალისე ,,სთოფერები“ 10 ტერიტორიული ერთეულის მიხედვით არიან დაყოფილი და სოციალური სასადილოების ბენეფიციარების გარდა, რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით გამოკვეთილ ისეთ მოქალაქეებს დაეხმარებიან, რომელთა სახლიდან გამოსვლა, ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, საფრთხის შემცველია.

მათივე ჯანმრთელობისთვის. უახლოეს დღეებში, რუსთავის მერია სურსათის გაცემას საბავშვო ბაღებიდანაც დაიწყებს. პროდუქტი სულ 950 ბენეფიციარს: სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრ, მარტოხელა დედების შვილებს და ობოლ ბავშვებს გადაეცემათ. ბენეფიციართა ნაწილს, ამ შემთხვევაშიც მოხალისეები მოემსახურებიან. მოხალისეთა რეგისტრაცია, რუსთავის მერის ინიციატივით, COVID 19-ის პირველივე შემთხვევების დღეებში გამოცხადდა.

დღეს რუსთავს უკვე 200 მოხალისე ჰყავს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს