საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში არ ზღუდავს სატვირთო ოპერაციებს

საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში არ ზღუდავს სატვირთო ოპერაციებს,- ამის შესახებ ნათქვამია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პორტები რჩება ღია და აგრძელებს მუშაობას.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული ღონისძიებები ამ ეტაპზე საკმარისია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისათვის.

საქართველოს პორტებში 2 მარტიდან გამკაცრებული წესები მოქმედებს, რაც ნავსადგურებში შემომსვლელი გემების სკრინინგის გაძლიერებას ემსახურება.

დღეის მდგომარეობით:

საზღვრის კვეთა ეზღუდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში;

ამასთან ერთად, საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოადგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი.

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები, ლოცმანები და სხვა პირები, რომელთა ასვლაც აუცილებელია, მხოლოდ შესაბამისი ეკიპირებით და წესების დაცვით დაიშვებიან გემზე, რომელზეც იზღუდება ხმელეთთან კავშირი.

21 მარტიდან ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურებს დაურიგდათ თერმომეტრები და მორიგე ოფიცრები ვალდებულნი არიან დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გაიზომონ ტემპერატურა.

ნავსადგურის კაპიტანი ვალდებულია აკონტროლოს თანამშრომლების მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება, ამასთან ერთად გააკონტროლოს ლოცმანის მიერ თავისი ვალდებულების შესრულებამდე ტემპერატურის გაზომვა და პირადი დაცვის საშუალებების დადგენილი წესით გამოყენება.

სააგენტო სრულ კოორდინაციაშია პორტში მოქმედ ორგანიზაციებთან.

ყველა ორგანიზაციის ინფორმირება ხდება დროულად, მოქმედებენ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და თანამშრომლები უზრუნველყფილნი არიან პირადი დაცვის საშუალებებით.

საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია უტარდება ტვირთსაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოქმედებს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში და უზრუნველყოფს პორტებში მოქმედი ყველა ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ყველა მითითების ზედმიწევნით შესრულებას, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათთან ერთად პორტში მომუშავე ყველა პირის ჯანმრთელობა",- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა