ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის სასურსათო ამანათების დარიგება დაიწყო

ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის სასურსათო ამანათების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის თანამშრომლები, მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებს სასურსათე პაკეტებს მთელი ქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელ ადგილებზე მიუტანენ.

„ახლა, როცა უკვე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეზღუდული აქვს გადაადგილების საშუალება, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ თვითონ მივიდეთ და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გადავცეთ საკვები პროდუქტები“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს: მაღაზიათა ქსელმა ,,ფემილიმ", „ ლიდერფუდმა“ , „ მაგნიტმა“ , შპს „ფარმა“, შპს „მზიურმა“, შპს ,,არგომ" , შპს "ანიმ" ( ნიკეას ბაზრობა), ,კოკა კოლამ", ,,დეილმა", ,,ელვამ", ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგომ" , ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ.

სასურსათო ამანათები უკვე დარიგდა საფიჩხიის და გუმათის ტერიტორიულ ორგანოებში, პროცესი გრძელდება და 600-ვე მარტოხელა, ხანდაზმული მოქალაქე მათთვის განკუთვნილ ნობათს უახლოეს მომავალში მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო