ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებულს ჩივილები არ აღენიშნება.

“ვირუსისგან დავიცვათ ერთმანეთი და ოჯახის წევრები. ქვეყანამ სიტუაცია ეფექტურად მართა, პირველი ეტაპი იყო შეკავება, ეს ეტაპი არ დასრულებულა და ამ ეტაპზე ახლაც ვიმყოფებებით. აჭარაში საკარანტინო სივრცეში 800-ზე მეტი ადამიანია. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში, ისინი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მოვუწოდებ მათ, რომ რეკომენდაციები დაიცვან. იცით,რომ 49 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მესამე უკვე აჭარაშია",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო