მაია ცქიტიშვილი - დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს

ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ვირუსის გავრცელებასთან.

„გამოვრიცხავ რაიმე კავშირს საგანგებო მდგომარეობის შემოღებასა და სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. ჩვენი ისტორია და სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ეკლესიასთან. ჩვენს ეკლესიას აქვს 15 საუკუნის ისტორია და ის გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც ეკლესიაშია თავმოყრილი, არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ვირუსის გავრცელებასთან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საერო ხელისუფლება და ეკლესია ყოველთვის ახერხებდნენ გააზრებულ და რაციონალურ დიალოგს.

„საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა