Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა

Bybit Georgia ოფიციალურად უშვებს Bybit Card-ს საქართველოში, რითაც აფართოებს გადახდის გადაწყვეტილებებს და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, კრიპტოვალუტით გადახდა განახორციელონ Mastercard-ის მიღების ყველა წერტილში.

Bybit Card არის Mastercard-ის ბარათი, შექმნილი Mastercard-თან და Pave Bank-თან პარტნიორობით.

„საქართველო Bybit-ისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. Bybit Card მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, მარტივად გამოიყენონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ცხოვრებაში - უსაფრთხოდ, მოქნილად და დამატებითი სარგებლის მიღებით.“ - თეკლა იაშაღაშვილი, Bybit Georgia-ს რეგიონული მენეჯერი.

„Bybit-ის კრიპტო ბარათის ლონჩი საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული გადახდების განვითარებისა და ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერების მიმართულებით. Mastercard მუდმივად უჭერს მხარს ინოვაციებს, რომლებიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, კრიპტო აქტივები უსაფრთხოდ და მარტივად გამოიყენონ ყოველდღიურ გადახდებში. მსგავსი პარტნიორობები აძლიერებს ფინანსურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს ქვეყანაში.“ - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში

ბარათის გაშვების აღსანიშნავად, Bybit აცხადებს 10%-იან ქეშბექ შეთავაზებას, მაქსიმალური ლიმიტით 150 აშშ დოლარის ექვივალენტი. შეთავაზებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მინიმუმ 100 აშშ დოლარის საწყისი დეპოზიტი ბარათის დამტკიცებიდან 30 დღის განმავლობაში და გაიაროს ინდივიდუალური ვერიფიკაცია. ქეშბექ კამპანია მოქმედებს 2026 წლის 27 იანვრიდან 2026 წლის 27 თებერვლამდე და ვრცელდება შერჩეულ კატეგორიებზე, მათ შორის: მოგზაურობა, ტრანსპორტი, მოდა, რესტორნები, სილამაზე და ველნეს მომსახურებები.

ქეშბექი არ ვრცელდება არაკვალიფიციურ კატეგორიებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე - თანხის გადატანა ელექტრონულ საფულეში, შემნახველ ან სხვა ანგარიშზე.

„ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ მარტივი, უსაფრთხო და სარგებელზე ორიენტირებული გადახდის გამოცდილება,“ - სოფი ჩენი, Bybit-ის გადახდების ბიზნეს ერთეულის მარკეტინგის ხელმძღვანელი. „Bybit Card-ის გამოჩენა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სტრატეგიას - დავაკავშიროთ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ხარჯებთან და თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტილებები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.“

„Bybit ბარათის საქართველოში გაშვება მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ციფრული ფინანსების ეკოსისტემისთვის“, - განაცხადა სალიმ დჰანანმა, Pave Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა. „Pave Bank ამაყობს, რომ მხარს უჭერს ამ ინიციატივას შესაბამისი საბანკო ინფრასტრუქტურისა და გადახდების კავშირის უზრუნველყოფით. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების ხელშეწყობის, ციფრული აქტივების რეგულირებადი დანერგვის მხარდაჭერისა და გლობალური ფინტექ გადაწყვეტილებების საქართველოს ბაზართან დაკავშირების მიმართ“.

Bybit Card ხელმისაწვდომია როგორც ვირტუალური ფორმით, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივი დამატება ციფრულ საფულეში, ასევე ფიზიკური ბარათის სახით, რომლის დამზადებასა და მიწოდებას განსაზღვრული დრო სჭირდება. ბარათი უზრუნველყოფს კრიპტოვალუტით გადახდას კონკურენტულ კურსებზე და სარგებლობს Mastercard-ის გლობალური ქსელის სრული მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია Bybit Card-ის შესახებ ხელმისაწვდომია Bybit Georgia- ოფიციალურ ვებგვერდზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო