ადვოკატთა ასოციაცია დისტანციური სასამართლო სხდომების ჩატარების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

ადვოკატთა ასოციაცია დისტანციური სასამართლო სხდომების ჩატარების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს.

"მოგეხსენებათ, რომ COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული უსაფრთხოების ზომების შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ იქნა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების აუცილებელი რეკომენდაციები.

ამასთან, მიუხედავად ამ ექსტრაორდინალური სიტუაციისა, კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები განუხრელად უნდა იქნას დაცული. შესაბამისად, ჩვენი - ადვოკატების როლი და მოვალეობა უცვლელია: უზრუნველვყოთ კლიენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული მომსახურების მიწოდება და ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

იმ საქმეებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ/შემჭიდროვებულ ვადებთან, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად იქნას დაცული ვირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული მუშაობით, დაინერგა სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების პლატფორმა.

დისტანციური პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციები ადვოკატებს შეუძლიათ იხილონ ასოციაციის ვებგვერდზე", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა