მამუკა მდინარაძე - ჩვენსა და საპატრიარქოს შორის კომუნიკაციით და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ მექანიზმებს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს

„ჩვენსა და საპატრიარქოს შორის ყოველდღიური კომუნიკაციით და კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიღებთ მექანიზმებს, რომლებიც შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საშუალება ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც ის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

„ამ მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მსგავსი შეზღუდვა, ისევე როგორც ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონკრეტული პირისათვის არის დაუშვებელი. ცალკეა რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იზღუდება. არ არსებობს მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. რაც შეეხება საპატრიარქოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ჯანდაცვის წარმომადგენლების, სპეციალისტების რეკომენდაციებს და ამ შემთხვევაშიც, როგორც ძალიან ხშირად, მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას, მინიმუმ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მან მედიის წარმომადგენლებთან, დეკრეტის სხვა პუნქტებიც განმარტა.

„ის მოცემულობა, რაც გვაქვს დეკრეტში და რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, არის უფრო მკაცრი, ვიდრე, იქ პირდაპირ ყოფილიყო მითითებული, რომ ათი ადამიანი და მეტი ითვლება შეკრებად. იქიდან გამომდინარე, თუ რა იქნება ერთმანეთთან მათი სოციალური დისტანცია, ადამიანების ნაკლები რაოდენობაც შეიძლება ჩაითვალოს შეკრებად. ამას გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ ადამიანების კონკრეტული რაოდენობის დათქმას დააპირებს, დღევანდელი დეკლარაციის, დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, მას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება - შეადგინოს წესები, სადაც ეს გაიწერება დეტალურად. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანება აბსოლუტურად აღმოფხვრილია“, - მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა