დეკანოზი იოანე გორელიშვილი - ეკლესია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობას - მრევლი ლოცვას ტაძრის ეზოში მოისმენს

ტაძარში წირვა მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდება,- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვის დასრულებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დისტანციის დაცვის მიზნით, მრევლს საშუალება ექნება ტაძრის ეზოში ლოცვა მოისმინოს.

"ეკლესია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც გამოცხადებულია ქვეყანაში. მრევლს აქვს გაფრთხილება ჩაიცვას თბილად, რადგან ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან და წირვას აღავლენენ სასულიერო პირები, გარეთ არის დამონტაჟებული გახმოვანება და დისტანციის დაცვით საშუალება იქნებათ ეზოში, მოისმინონ ღვთისმსახურება. წირვის დასრულების შემდეგ ჩვენ გარეთ გამოვალთ და გაზიარებთ", -განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე