მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ ველოდებით, მაგრამ გაუარესების დინამიკა არ გვაქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონია აღენიშნებოდა დასტაბილურდა და შეიძლება ჩიათვალოს, რომ გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

მისივე თქმით, სტაბილურია ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 80 წელს გადაცილებული ქალბატონის მდგომარეობაც.

„სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ მისი მდგომაროების გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ მოველოდებით. ეს არის პრობლემური ქალბატონი ასაკისა და თანდაყოლილი დაავადების გამო და გარკვეულ პერიოდში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, მაგრამ ყველაფერი ნორმალურად მიდის და გაუარესების დინამიკა არ გვაქვს,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა