მეუფე გრიგოლი - არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ, ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუსს შორის

ფოთის საკათედრო ტაძარში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საკვირაო წირვა-ლოცვას აღავლენს. მან ლოცვის დაწყებამდე შეკრებილ მრევლს მიმართა. მისი თქმით, თითოეული ქრისტიანი მზად არის თავი გაწიროს ქრისტესთვის, ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის, არა ტკივილებისთვის და არა იმ უბედურებისთვის.

მან შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

,,როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგომა და გიყვარდეს მოყვასი შენი. არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუსს შორის, დღეს ჩვენ გეუბნებით, სახელმწიფო გვეუბნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო იმპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას. ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას, ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივისმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას.

დიახ, ამ პერიოდში დიდი განსაცდელია და კიდევ მოტივაციაა იმისთვის, რომ ვილოცოთ სახლში, ტაძრებში, ყველგან. ტაძრები არ იკეტება. არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა. დღეს აქ ვართ ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან, ვერ უძლებენ ამას. როგორი სუსტები ვართ. საგანგებო მდგომარეობა იმით არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თვალწინ მტერს, თუ ადამიანი მოერიდება არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა