გიორგი კანაშვილი - გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები მედიკამენტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ბუნებრივია, არჩევნები ზრდის ვირუსის გავრცელების საფრთხეს და ამ საფრთხის მასშტაბურობას დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანაშვილმა განაცხადა.

,,ამ დრომდე დე ფაქტო ხელისუფლებას არ დაუწესებია არანაირი შეზღუდვა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, არ დაწესებულა შეზღუდვა სარიტუალო ღონისძიებებზეც კი. ამასთანავე, ჩვენი ინფორმაციით, გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები მედიკამენტების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან. არ არის საკმარისი რაოდენობის: პირბადეები, ხელთათმანები, ზეწრები და ა.შ.

გალის რაიონში, სულ მცირე, 40 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. შედეგად, ასობით გალელი სტუდენტი მშობლებისგან ვეღარ იღებს ფინანსურ დახმარებას; ზოგიერთებს თბილისში უკვე შეექმნათ საცხოვრისის პრობლემა" ,- განაცხადა გიორგი კანაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა