მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი  დაუდგინდა

მარნეულში შუახნის ქალს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია,"'ინტერპრესნიუსს" მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერი ლაფერაძემ დაუდასტურა.

პაციენტი მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალში" ორმხრივი პნევმონიით 4 დღის წინ იქნდა მოთავსებული.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება საზღვრის კვეთას, მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან დაბრუნდა საქართველოში.

მარნეულში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან, რომლებიც პაციენტის კონტაქტებს დაადგენენ. თავად ინფიცირებულ ქალს კი თბილისში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-ს შეადგენს. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge არ შეცვლილა, შესაბამისად, სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევაც ამ სტატისტიკაში შედის.

საქართველოში ინფიცირების დადასტურებული 54 შემთხვევეიდან 3 გამოჯანმრთელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს