მეუფე გერასიმე - როგორ წარმოგიდგენიათ პატრიარქის მსახურება მარტო, ან სასულიერო პირის მრევლის გარეშე?

ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინეს. ტაძარში მყოფ მრევლს შენარჩუნებული ჰქონდა დისტანცია. ისინი წირვა-ლოცვის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აზიარა. მან ტაძარში მყოფ მოქალაქეებს ასევე მოუწოდა იმ რეკომენდაციების დაცვისკენ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

მისივე განმარტებით, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ეკლესიას არ ეხება.

"პრემიერის შემდეგ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ბრძანა, რომ 10-ზე მეტი კაცის შეკრება არ ეხება ეკლესიას. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს 10 ადამიანის ციფრი. თქვენ ხართ მემგონი ჟურნალისტები 10, დავამატოთ მრევლი და დავამატოთ პატრიარქის მსახურება, როგორ წარმოგიდგენიათ პატრიარქის მსახურება მარტო, ან სასულიერო პირის მრევლის გარეშე? შემდგომში, როდესაც მოხდა შეხვედრა პატრიარქსა და პრემიერს შორის ძალიან ბევრ რაღაცას მოეფინა ნათელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაცული უნდა იყოს ყველა რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს. პატარა ტაძრებში, მრევლის ნაწილი იქნება შიგნით ნაწილი გარეთ. ყველა ტაძარში არის ამის შესაძლებლობა. დამონტაჟდება გარე გახმოვანება. რაც შეეხება ზიარებას, მრევლი შეენაცვლება ერთმანეთს, ვინც შიგნითაა ზიარების შემდეგ გავლენ გარეთ და გარეთ მყოფნი შემოვლენ შიგნით",- ამბობს მეუფე.

რაც შეეხება ზიარების წესს. მეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების შესახებ არანაირი ცვლილება არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო