ბორჯომის სოციალურად დაუცველთა მომსახურების ცენტრის 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარები კუთვნილ სადილს სახლში მიიღებენ

ბორჯომის სოციალურად დაუცველთა მომსახურების ცენტრის 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარები კუთვნილ სადილს სახლში მიიღებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოციალური სასადილოთი მოსარგებლეებს ცენტრის თანამშრომლები და მერიის მიერ ჩამოყალიბებული მოხალისეთა ჯგუფი ემსახურება.

„ჯგუფი ბენეფიციარებს სადილს ყოველდღე მიაწვდის.

გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისა და დამატებითი რისკებისგან დასაცავად იქნა მიღებული“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო