ქუთაისში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქუთაისის რეფერალური კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას განცხადებით, მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პაციენტს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. პოლიციამ ცხელ კვალზე მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა