იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოში მოხალისეთა გადამზადების პროცესს დაესწრო

ზვიად შალამბერიძემ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსურველთა ტრეინინგები რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად მიმდინარეობს და ისინი უკვე ხვალიდან ბენეფიციარებს დახმარებებს ადგილზე მიუტანენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მისივე თქმით, მოხალისეებს აქვთ ხელისუფლების სრული მხარდაჭერა და თანადგომა.

„სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ადგილზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანიც იმყოფებოდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისათვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების, ასევე სხვადასხვა საჭირო მომსახურების გაწევისას შესაბამისი რეკომენდაციები მოხალისეებს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გააცნეს.

აღინიშნა, რომ უკვე არსებობს 500-მდე ხანდაზმულის სია, რომლებიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დახმარებას მიიღებენ.

ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 56 მოხალისეა და ისინი მოვალეობის შესრულებას სრულად მომზადებული ხვალიდან შეუდგებიან.

იმერეთის რეგიონში, გადამზადებული მოხალისეები ბენეფიციარებს პროდუქტებს და საჭირო ნივთებს უკვე აწვდიან“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა