ნათია თურნავა - საწარმოებმა და ორგანიზაციებმა  უნდა დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ თავიანთ პერსონალს

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება პირველ რიგში, ნაკარნახევია ჩენი მოქალაქეების უსაფრთხოებით, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვითა და ვირუსის გავრცელების პრევენციით, თუმცა ეს მდგომარეობა არ ნიშნავს მძიმე კარანტინს ან კომენდანტის საათს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების მიუხედავად ეკონომიკა, საწარმოები, ორგანიზაციები აგრძელებენ ფუნქციონირებას და მუშაობას ჩვეულ რიტმში და საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაში.

„ეს ეხება როგორც მრეწველობას, მშენებლობას, ასევე სხვა დარგებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დაცული იყოს ეპიდემიოლოგების, მედიკოსების რეკომენდაციები და მითითებები, რომელიც მათ მიერ პერსონალის ვირუსისგან დაცვას შეეხება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ საწარმოებმა და ორგანიზაციებმა დაიცვან მარტივი წესები, მათ შორის თერმოსკრინინგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საწარმოში თერმოსკანერის დამონტაჟებაა აუცილებელი.

„მათ შეუძლიათ ადგილზე მისულ თანამშრომლებს ტემპერატურა თერმომეტრით გაუზომონ. დარწმუნებული ვარ, ამას ნებისმიერი მზრუნველი კომპანია მარტივად უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაციებმა და საწარმოებმა პერიოდულად დეზინფექცირება უნდა ჩაუტარონ შენობებს, ასევე უზრუნველყონ თანამშრომლების პერსონალური სადეზინფექციო საშუალებებითა და პირბადეებით აღჭურვა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა