გორისა და ატენის მიტროპოლიტმა სამხედრო ჰოსპიტალი აკურთხა

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია (გვაზავა) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ეზო აკურთხა.ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდამ აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, კურთხევას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანიც დაესწრო. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად 2 მარტს გამოცხადდა.

დღევანდელი მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინე სივრცეში სულ 59 ადამიანი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო პირია. ჰოსპიტალში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა