ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა, კარანტინში კი 7 ადამიანი რჩება

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. საკარანტინო სივრცეში კი 7 ადამიანია გადაყვანილი.

თვითიზოლაციაში მყოფი პირების ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

,,დღეს დაემატა რვა შემთხვევა, აქედან ოთხი არის საფრანგეთის მოქალაქე, ისინი ტურისტები არიან, თურქეთიდან შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ აქვთ პირადი საოჯახო ორი მანქანა, რომელიც აღჭურვილია საძინებლით. უზრუნველყოფილი არიან საკვები-პროდუქტით. დანარჩენი ოთხიდან, ორი გერმანიიდან, ორი თურქეთიდან ჩამოვიდა, მათ შორის სამი ქალია. ესენი არიან 30- დან 56 წლამდე. საერთო ჯამში, სულ არის 57 კაცი თვითიზოლაციაში, კარანტინში 7. ნამდვილად არც ერთს არა აქვს არანაირი კლინიკური გამოვლინება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა