საბერძნეთში კორონავირუსის გამო გადაადგილება იკრძალება

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ყოველგვარი მგზავრობა და გადაადგილება აკრძალა. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კრიაკოს მიცოტაკისმა მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. აკრძალვა 23 მარტის 6:00 საათიდან შედის ძალაში. აკრძალვის დამრღვევს 150 ევროს ოდენობით დააჯარიმებენ.

პრემიერის თქმით, იტალიაში ყოველ წუთში ორი ადამიანი კვდება, რასაც საბერძნეთი ვერ დაუშვებს.

დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში 94 ადამიანი დაინფიცირდა, რის შედეგადაც, ქვეყანაში 624 ადამიანი დაინფიცირდა. ჰოსპიტალიზებულია 124 ადამიანი, რომელთაგან 34 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ორი ადამიანი. მთლიანობაში საბერძნეთში კორონავირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა